აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გაააქტიურა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტებისა და საკონდიტროების კონტროლს. ასევე მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები. სააგენტომ მიმდინარე წელს საცხობებში 522 ინსპექტირება და 42 დოკუმენტური შემოწმება განახორციელა, საიდანაც 85 სამართალდარღვევა გამოვლინდა. მიმდინარე შემოწმების შედეგებს სააგენტო ეტაპობრივად გაავრცელებს.