შეერთებული შტატები ძლიერი, დამოუკიდებელი მედიის მტკიცე დამცველია. ჩვენ ასევე პროფესიონალი, ეთიკური ჟურნალისტების მტკიცე დამცველები ვართ. ეს კომბინაცია უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი, დაბალანსებული ინფორმაცია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელსაც შეკითხვა რამდენიმე მედია საშუალების წარმომადგენლებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის გაუქმებასთან დაკავშირებით დაუსვეს.