უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ პოდოლიაკი, აშშ-ისა და ნატო-ს მიერ უკრაინის კონტრშეტევის მომზადების გეგმაზე „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიას, ეხმაურება. მისი თქმით, „ნიუ იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული კონტრშეტევის გეგმა „ფოტოშოპით“ გაკეთებულ ფალსიფიკაციას წარმოადგენს. პოდოლიაკის განცხადებითვე, მოსკოვს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა სურს, თუმცა რუსები რეალურ გეგმებს ბრძოლის ველზე გაიხილავენ.