"პაპი პასუხობს" - "დისნეი+"-მა დოკუმენტური ფილმი გამოაქვეყნა, რომელიც პაპის იმ შეხვედრას აღწერს, რომელიც გასულ წელს 10 ახალგაზრდასთან ჰქონდა. შეხვედრისას ადამიანები რომის პაპს კითხვებს სხვადასხვა საკითხზე უსვამდნენ. კითხვებს შორის იყო ეკლესიისთვის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებები, აბორტი, პორნო ინდუსქტია, სექსუალური კავშირები და კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ხასიათის დაღვევები და დანაშაულებები.
"სექსი ერთ-ერთი უმშვენიერესი რამაა, რაც ღმერთმა ადამიანს მისცა. შენი სექსუალობის გამოხატვა სიმდიდრეა. ყველაფერი, რაც რეალური სექსუალობის გამოხატვისგან გაფერხებს, გაკნინებს და ამცირებს ამ სიმდიდრეს" - ამბობს პაპი და აღნიშნა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ ლგბტ ადამიანები უნდა მიიღოს.
"ყველა ადამიანი ღმერთის შვილია, ყველა. ღმერთი არავის უარყოფს, ღმერთი მამაა. მე არ მაქვს უფლება ვინმე ეკლესიიდან განვდევნო", - თქვა პაპმა.
რაც შეეხება აბორტს, პაპმა თქვა, რომ მღვდლები "მოწყალენი" უნდა იყვნენ იმ ქალების მიმართ, ვინც ორსულობა შეწყვიტა, თუმცა მისთვის ეს პრაქტიკა კვლავ მიუღებელია.
რომის პაპის პასუხები ვატიკანის ოფიციალურ გამოცემაშიც გამოქვეყნდა, სადაც მას აღწერდნენ, როგორც ახალგაზრდებთან გახსნილ და გულწრფელ დიალოგს.