ანკარაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვისა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აუდიენციისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა იყო. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გასაგრძელებლად აუცილებელია. მისივე თქმით, ეს გავლენას ასევე, გლობალური სასურსათო კრიზისის შედეგების შემცირებაზეც მოახდენს.