იაპონური სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოკინავას პრეფექტურაში ზღვაში ჩავარდა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები იაპონიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათი განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს ზღვაში შენიშნეს ნამსხვრევები, რომელიც, სავარაუდოდ, გაუჩინარებული თვითმფრინავის ნაწილებია.
ცნობისათვის, UH60 ტიპის ვერტმფრენი რადარებიდან გუშინ, მიაკოს კუნძულთან გაუჩინარდა.