ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია განსაზღვროს, მზად არის თუ არა და როდის არის მზად მოლაპარაკებისთვის ან რა კონტექსტში და რის შესახებ.