"ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის" წევრებმა და უფლებადამცველებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ბრიფინგი გამართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა დატოვონ თანამდებობა სანქცირებულმა მოსამართლეებმა. ადვოკატთა განმარტებით, პარტნიორებმა კიდე ერთხელ დაადასტურეს, რომ სასამართლო კორუფციაშია გახვეული. მათ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განცხადება დატოვეს.