ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსი" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს" დაუპირისპირდა და 129:127 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველმა მსუბუქმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 21:03 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
"სპურსიდან" საუკეთესო კეიტა ბატეს დიოპი გახლდათ, რომელმაც თავი 25 ქულით, 6 მოხსნით, 4 ასისტითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა. "ტრეილ ბლეიზერსის" რიგებში კევინ ნოქსმა 24 ქულის, 3 მოხსნისა და 2 ასისტის დაგროვება შეძლო.
ამრიგად, "სპურსი" 21 მოგებითა და 59 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს.
გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს "მინესოტა ტიმბერვულსს" შეხვდება. "პორტლენდი" 33 გამარჯვებითა და 47 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. "ტრეილ ბლეიზერსი" 9 აპრილს "კლიპერსს" დაუპირისპირდება.