ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. რუსული ძალები შეტევებს მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებენ. მძიმე ბრძოლების ეპიცენტრად რჩება ლიმანი, მარინკა, ავდივი და ბახმუტი.
გასული 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტი ქვეყნის ძალებმა ხერსონის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაშავებულია 4 ადამიანი.
ხერსონის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, რუსულმა დრონმა ხერსონის ოლქის სოფელ ზმიევკაში ასაფეთქებელი ისროლა, რის შედეგადაც სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები 4-მა ადგილობრივმა მოსახლემ მიიღო. ისინი უახლოეს სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.