დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვაკის პარკის საქმის პროცესი არსებითი განხილვით უნდა გაგრძელდეს. დაგეგმილია პროექტის მთავარი არქიტექტორის დაკითხვა და ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. გიორგი ვახტანგაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, მისი უფლებადამცველის თქმით საქმეში ვახტანგაშვილის ბრალი არ იკვეთება.