შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის დასანქცირებას ეხმაურებიან ქართულ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სანქციები შესაძლოა, სასამართლო სისტემაში ძირეული გარდაქმნის საფუძველი გახდეს. მათი შეფასებით, სანქციები მმართველი გუნდისთვის არის გაფრთხილება. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ სანქციები დაუწესდება ყველა იმ პირს, ვინც სასამართლო კლანის წარმომადგენლებს მხარდაჭერას გამოუცხადებს.