საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში პრეზიდენტ, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ომში ბირთვული იარაღი არ უნდა გამოიყენონ. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ომმა დაასრულა ათწლეულების მშვიდობა ევროპულ მიწაზე, მაგრამ ეს ყველას ომია, რადგან გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრმა დაარღვია წესდება, რაც მიუღებელია.