კონტრიერიშის გეგმის შესახებ 5 ადამიანზე მეტმა არ იცის. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა “რადიო თავისუფლების” უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტმა დანილოვს ჰკითხა, წარმოადგენს თუ არა კონტრიერიშის დაწყების თარიღის შესახებ ხშირი განცხადებები უკრაინის სტრატეგიას.
“შემიძლია ვთქვა, რომ დღეისთვის ადამიანების ძალიან შეზღუდული რაოდენობაა, რომლებიც ინფორმაციას ფლობენ სად, როდის, რანაირად დაიწყება ესა თუ ის ქმედებები. არაუმეტეს 3-5 ადამიანისა…
და როდესაც ადამიანები ამა თუ იმ განცხადებებს აკეთებენ, გაითვალისწინეთ, რომ ეს შეიძლება სრულიად არ შეესაბამებოდეს რეალობას.
როდესაც დაიწყება ესა თუ ის სამხედრო ქმედებები, ესა თუ ის სამხედრო ოპერაციები - ეს პირთა ძალიან შეზღუდული წრის ინფორმაციაა”, - განაცხადა დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინელები შეამჩნევენ, როდესაც “ყველაფერი დაიწყება”, მაგრამ აღნიშნა, რომ “სად, როდის და რა დროს” - სრულიად დახურული საკითხია.