თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური შეფერხებაა. როგორც „პალიტრანიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ვაგონი დაზიანდა, რის გამოც პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერდა.
ამასთან, განმარტავენ, რომ მოძრაობა მაშინ აღდგება, როდესაც დაზიანებულ მატარებელს ჩიხში გადაიყვანენ.