ნატო ფართოვდება რუსეთის საზღვრებისკენ და არა რუსეთი უახლოვდება ნატო-ს საზღვრებს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ეს მოძრაობა გვაწუხებს ჩვენი უსაფრთხოების გამო. ვღელავთ რა ჩვენს უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, ვიღებთ ზომებს მის უზრუნველსაყოფად ყოველ ჯერზე, როცა ნატო უახლოვდება ჩვენს საზღვრებს, რათა კვლავ დავაბალანსოთ კონტინენტზე უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა“, - განაცხადა პესკოვმა.
კრემლის პრესსპიკერმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, რუსეთის გეგმა ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრებს გარეთ ბირთვულ შეიარაღებას არ განათავსებენ, ცარიელი დაპირებებია.