ოპოზიცია შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადადგომას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ რომ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ასეთი ზომების გამოყენება, ხელისუფლების გაფრთხილების ბოლო მცდელობაა. ოპოზიცია დღეს ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ოცნების ლიდერი ამ გადაწყვეტილების მიღმა კორუფციის რისკებს ხედავს.