ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატს ტორნადო დაატყდა თავს, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
ტორნადომ ყველაზე მეტად სოფელი გლენ ალენი დააზიანა, სადაც სახლები ავტომობილები გაანადგურა, ხეები მოგლიჯა და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
მისურის გუბერნატორის, მაიკ პარსონის განცხადებით, სახელმწიფო დახმარება გაუწევს მათ, ვინც სახლები დაკარგა. მისი თქმით, სტიქიის შედეგების აღმფხვრას კვირები და თვეები დასჭირდება. გუბერნატორის ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შტატს დახმარებას დაჰპირდა.