ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ სტუმრად „ბარსელონა“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა.
„რეალს“ პირველი შეხვედრა მადრიდში ანგარიშით 0:1 ჰქონდა წაგებული, გასვლაზე კი თანაბარი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში, სწრაფი კონტრიერიშისას ვინისიუსის გოლით დაწინაურდა. შესვენების შემდეგ მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარი ბენზემამ აიღო, შემდეგ კი საჯარიმოში ვინისიუსი კესიემ წააქცია, ხოლო ქარიმმა პენალტი ზუსტად შეასრულა. ბენზემამ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და „ბლანკოსმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. რეალისა და ბარსელონას 120-წლიან დაპირისპირებაში ანგარიში "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ 102:100 გახდა.
ცნობისთვის, ფინალში „რეალი“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ რეალს ესპანეთის სამეფო თასი 2014 წლის შემდეგ აღარ მოუგია.