კრემლში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დაწყებისას ალექსანდრე ლუკაშენკომ და ვლადიმერ პუტინმა ბელარუსსა და რუსეთს შორის საერთაშორისო არენაზე და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შედეგებზე ისაუბრეს.
რუსული მედიის ცნობით, ალექსანდრე ლუკაშენკო მოსკოვში მონაწილეობას მიიღებს სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს სხდომაში, რომელიც 6 აპრილს გაიმართება.
გასულ კვირას კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პეკსოვმა განაცხადა, რომ მოსკოვში შეხვედრისას ლუკაშენკომ და პუტინმა, შესაძლოა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბელარუსის ინიციატივა განიხილონ.