ოპოზიციაში შეერთებული შტატების მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას ეხმაურებიან. "ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულის დასაწყისი" - ასე უწოდებენ ქართულ ოპოზიციაში სახელმწიფო დეპარტამენტის აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ სანქციები, შესაძლოა, სასამართლო სისტემაში ძირეული ცვლილებების საფუძველი აღმოჩნდეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს და ამერიკის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს.