ბილაინის ერთი მილიონ 300 ათასი მომხმარებელი საქართველოში მომსახურებას ახალი ბრენდის სახელით მიიღებს - დღეს სელფი მობაილმა მისი ახალი ბრენდი სელფი წარადგინა. ბრენდის ცვლილება კომპანიის მიერ ციფრული ეკოსისტემისა და იმ უნარის განვითარებამ გამოიწვია, რომლითაც მომხმარებელს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები მიმდინარე ტარიფებითა და პაკეტებით ისარგებლებენ. სახელწოდების ცვლილების პარალელურად კი აბონენტების მხრიდან არც ახალი ხელშეკრულების და არც სიმ ბარათის შეცვლაა საჭირო.