ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მეორე დღე. ბრიუსელის მინისტერიალის მეორე დღეს, სხდომის დაწყებამდე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინას „ნატო“-ს მოკავშირეებმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი დაუჭირონ. მისივე თქმით, ეს მხარდაჭერა ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგაც უნდა გაგრძელდეს, რადგან ის კვლავ აგრესორი ქვეყნის მეზობელი იქნება.