უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა. დუდას განცხადებით, ორდენი უძველეს და უმაღლეს პოლონურ ჯილდოს წარმოადგენს, რომელიც გამოჩენილ პირებს გადაეცემა. პოლონეთის პირველმა პირმა, უკრაინის დახმარების საკითხზეც ისაუბრა. ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი უკრაინას საერთო ჯამში "მიგ-29" ტიპის 14-ტ საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემს.