წელს მიგრანტების ეფექტი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ამის მოლოდინი იყო - ამის შესახებ "გალტ&თაგარტში ამბობენ. ანალიტიკურ ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფულადი გზავნილები და პროდუქციაზე მოთხოვნა აჩენს მოლოდინს, რომ მიგრაციის ეფექტს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა წელსაც ექნება, თუმცა არა ისეთი, როგორც გასულ წელს ჰქონდა.
მიგრაციის ეფექტიდან გამომდინარე, "გალტ & თაგარტი" ეკონომიკურ ზრდას 6.9%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი წელს იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე ამის მოლოდინი აზიის განვითარების ბანკს აქვს. კერძოდ, ბანკი წელს საქართველოსთვის 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.