უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველ ლედისთან ერთად ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვედრას პოლონეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან გამართავს.
არსებული ინფორმაციით, ზელენსკი ვარშავის ციხის მოედანზე საჯაროდ გაესაუბრება პოლონელებსა და იმ უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ თავი პოლონეთს შეაფარეს.