ზუგდიდის სასამართლოში დღეს ბადრი ესებუას განაჩენი გამოცხადდება. საუბარია საქმეზე, სადაც ესებუას ბრალი, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვაში ედება.დაცვის მხარე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. მიზეზად ადვოკატი, ესებუას მიერ ბრალის აღიარებას ასახელებს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი თავდაცვისთვის სჭირდებოდა.