დღეს, იტალიის თასის ½ ფინალში ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზე ფიორენტინას დაუპირისპირდება. ქართველი ცენტრალური მცველის გუნდი არც თუ ისე კარგ ფორმაშია სერია ა-ში, კრემონელებმა ბოლოს გამარჯვება 28 თებერვალს შეძლეს, მათ 28 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვთ და ბოლო ადგილზე არიან. რადიკალურად განსხვავებულ მდგომარეობაშია მათი მოწინააღმდეგე ფიორენტინა, რომელმაც ბოლო 10 თამაშიდან 9 ში გამარჯვება შეძლო და ჯამში 5 გოლი გაუშვა, თვითონ კი 22 გაიტანა. ლოჩოშვილის გუნდის სანაქებოდ ისიც უნდა ითქვას, რომ მათ აქამდე მოსასვლეად შეძლეს და დაამარცხეს ისეთი გუნდები, როგორიცაა რომა და ნაპოლი.
გუშინ ღამით უკვე გაიმართა იტალიის თასის პირველი ½ ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეც ტურინის იუვენტუსი და მილანის ინტერი შეხვედა, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგმა და შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ანგარიში 83-ე წუთზე საჯარიმოში მარტო დარჩენილმა კუადრადომ გახსნა, ყველაფერი ტურინელების სასარგებლოდ მიდიოდა, რომ არა 95-ე წუთზე მათი კარის მიმართლებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი, რომლის ზუსტად გამოყენებაც ლუკაკუმ შეძლო. მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს შორის ვითარება დაიძაბა და არბიტრმა 3 ლუკაკუს, კუადრადოსა და ჰანდანოვიჩს წითელი ბარათები უჩვენა. იტალიის თასის განმეორებითი შეხვედრა 3 კვირაში, 26 აპრილს სან სიროზე გაიმართება.