აშშ უკრაინას დამატებით 2 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას მიაწოდებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება, აქედან პირველი, 2 მილიარდ ასი მილიონი დოლარის ღირებულების ფარგლებში იარაღის მწარმოებლებისგან შეკვეთა ხდება, და არა ამერიკული სამხედრო მარაგებიდან ამოღება. მეორე ნაწილი 500 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებაა, რომლის ძირითადი ნაწილიც საბრძოლო მასალას მოიცავს და შეიარაღების შემცირების საპრეზიდენტო ინიციატივის ფარგლებში იქნება გამოყოფილი, ეს უფლებას აძლევს აშშ-ის პრეზიდენტს განსაკუთრებულ შემთხვევებში უკრაინას იარაღი ამერიკული მარაგებიდან გადასცეს.