ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებმა კლოდ კერნიმ და ედიტ ესტრელამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდეს. მათ შეშფოთება გამოთქვეს სააკაშვუილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული დაპირისპირების გამო. თანამომხსენებლების აზრით, მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეპოლიტიზაცია და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე დაეყრდნოს ნეიტრალურ და სანდო ინფორმაციას.