ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებენ, დაძლიონ უკიდურესი მტრობა და პოლარიზაცია, განზე გადადონ ვიწრო პარტიული ინტერესები და ერთობლივად იმუშაონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა განახორციელონ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების, კლოდ კერნისა და ედიტ ესტრელას განცხადებაშია აღნიშნული.
თანამომხსენებლები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივის ამ მნიშვნელოვან მომენტში რეფორმების პროცესი აშკარად შეფერხებულია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა საქართველოს 27-29 მარტს სტუმრობდნენ.