რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ევროკავშირს არამეგობრულ გაერთიანებად განიხილავს. მისი თქმით, მოსკოვმა გამოიტანა საჭირო დასკვნები და შესაბამისად აპირებს ევროკავშირის წინააღმდეგ აუცილებელი ზომები მიიღოს, რაც აღნიშნული ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნით არის გამოწვეული.