სამართალდამცველებმა "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში. დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.