ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, იმერეთის რეგიონს პირველად სტუმრობს. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ელჩი ქუთაისსა და წყალტუბოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს გაეცნობა. პროექტები რეგიონული განვითარების, ეკონომიკური გაძლიერების, გარემოს დაცვისა და განათლების საკითხებს ეხება. პაველ ჰერჩინსკიმ ოფიციალური შეხვედრა უკვე გამართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ, ზვიად შალამბერიძესთან. შეხვედრაზე საქართველოს და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამა განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებს შორის განსხვავებებისა და უთანაბრობების შემცირებას, რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკურ განვითარებას.