ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ხუთი ახალი დეპუტატი ჰყავს. პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა გიორგი ჩაკვეტაძის, თენგიზ შარმანაშვილის, მერაბ ქვარაიას, სალომე ქურასბედიანისა და ირაკლი კირცხალიას სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო. აღნიშნული დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტიდან წასული, ფრაქცია ქართული ოცნების ხუთი წევრის ადგილმონაცვლედ შევიდნენ. გარდა ამისა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე გახდა, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა კი გივი მიქანაძემ დაიკავა. პაატა კვიჟინაძისა და გივი მიქანაძის კანდიდატურებს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.