„ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს: ფიზიკის კანონები კოსმოსში ლუდის დალევის საშუალებას არ გვაძლევს!“
აპრილში დედამიწის თვის აღსანიშნავად, ლუდის ბრენდმა Busch Light დაგ ჰარლი, ნასას და SpaceX-ის ყოფილი ასტრონომი მოიწვია. რეკლამაში ჰარლი საუბრობს, თუ რატომ ვერ ახერხებენ ასტრონავტები კოსმოსში ლუდის დალევას და როგორი უცნაურიც უნდა იყოს, ამგვარი ნარატივი ბუნებრივად გადადის დედამიწის დაცვის მოწოდებისკენ — როგორც პლანეტის, სადაც ლუდის დალევა გარანტირებულია.
„როდესაც 93 დღეს გაატარებთ კოსმოსში, მარტივად მიხვდებით, რამდენი გარანტირებული ასპექტი გვაქვს დედამიწაზე: ოჯახი და მეგობრები, ახალი საკვები, პირადი სივრცე, ცივი ლუდის დალევა და ა. შ. ამიტომაც, უნდა მოვუფრთხილდეთ პლანეტას, სადაც ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია“, — ამბობს ჰარლი.