რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური შეხვდა. მოადგილის თქმით, ექიმებთან კომუნიკაცია ყოველდღიური იქნება და საავადმყოფო მუშაობას ჩვეულ რიტმში გააგრძელებს, თუმცა იმედი აქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი პროექტი ასრულდება. მისი თქმით პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ანაზღაურების გარეშე. მედიკოსები კი კვლავ შენობის დემონტაჟს აპროტესტებს, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს უნდობლობას უცხადებენ.