პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმე კვლავ განხილვის საგანია. გრიგორიადისის ადვოკატის განცხადების შემდეგ, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ბრალდებულის უფლებების შესაძლო დარღვევებზე საუბრობენ.