ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლაზარემ დანაშაული ზეწოლის გამო აღიარა ეხმაურება და წერს, რომ უსამართლობას არავის შეარჩენს.
"ესეიგი მხოლოდ ბინძური მეთოდებით მოქმედება შეგიძლიათ ხო? კაცს მოატყუეთ უთხარით რომ მის მეგობარს დაიჭერდნენ და რომ დაეცვა მისი მეგობარი ჩვენება მოგცათ ისეთი როგორიც თქვენ გინდოდათ, ეხლა მითხარით როგორი საქციელია ეს ლაზარეს მხრიდან, გზა აბნეული კაცის? გავიგე ზეწოლა მოგიხდენიათ ბავშვზე, გეფიცებით თუ ვინმეს გაპატიებთ ამ ყველაფერს, სიცოცხლის ბოლომდე იმაზე ვიმუშავებ ციხეში ამოგახრჩოთ, ან კიდევ თუ სამართალი ვერ ვიპოვე მერე მე ვიცი, ყველას გწყევლით ვინც ლაზარეზე იძალადეთ, გეფიცებით თუ არ შევაკვდე ამ უსამართლობას, მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს....", - წერს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი