ნიდერლანდებში, ქალაქ ვორსხოტენში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე სერიოზულად დაშავდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ნიდერლანდების საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ჰააგიდან რვა კილომეტრში მოხდა.
ავარიის დროს მატარებელში დაახლოებით, 60 ადამიანი იმყოფებოდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება, რომ მათგან 30 დაშავდა.
ნიდერლანდების რკინიგზაში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო მატარებლების მოძრაობა ლეიდენიდან და მისი მიმართულებით შეჩერებულია.