გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის შესახებ ფაქტების-მოძიების მისიის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ექსპერტების მიერ მომზადდა. ღონისძიებას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, რომელმაც საერთაშორისო პარტნიორებს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.