მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ვენეციის კომისიაში ხელმეორედ გაგზავნონ. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ აპირებენ კომისიის რეკომენდაციების გაითვალისწინონ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის „ქართული ოცნების“ ვერსია ევროკომისიის 12 პუნქტს არ შეესაბამება და საჭიროა არა ინდივიდუალური, არამედ სისტემური მიდგომის შემუშავება. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მოუთითებს რომ აღნიშნული კანონპროექტი უნდა ჩავარდეს, რათა მასზე მუშაობა თავიდან დაიწოს.