ქართველი მსახიობები კრის ჰემსვორთთან ერთად "ნეტფლიქსის" ფილმში Extraction 2, რომლის თიზერიც ახლა გავრცელდა - Palitra News

ქართველი მსახიობები კრის ჰემსვორთთან ერთად "ნეტფლიქსის" ფილმში Extraction 2, რომლის თიზერიც ახლა გავრცელდა

2023-04-04 11:33:52+04:00

"ნეტფლიქსის“ პოპულარული ფილმის, Extraction-ის მეორე ნაწილი Extraction 2 მალე ტელეეკრანზე გამოვა. ცნობილის, რომ "ნეტფიქსზე" კინოსურათი 16 ივნისს განთავსდება.

ფილმში არაერთ ქართველ მსახიობს ვიხილავთ. მათ შორის, თორნიკე გოგრიჭიანს, დათო ბახტაძეს, თინა დალაქიშვილს და ირაკლი კვირიკაძეს.

ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, კრის ჰემსუორთი ასრულებს. მისი პირველი ნაწილი 2020 წელს გამოვიდა. ფილმის პირველ ნაწილს "ნეტფლიქსზე" 99 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.