ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ნიუ-იორკის საშემსრულებლო ხელოვნების პრესტიჟულ სასწავლებელში – ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა.
„მეორე ადგილი ავიღე.. საქართველო ევროპაა!“ – პიანისტი გიორგი გიგაშვილი ემოციურ მიმართვას ავრცელებს
ამ სასიხარულო ინფორმაციას პიანისტი თავად უზიარებს საზოგადოებას სოციალურ ქსელში:
„დღეს, 2023 წლის 31 მარტს შემიძლია ამაყად და დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დადგა!
ჩავირიცხე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ „ჯულიარდის სკოლაში“ და სწავლას გავაგრძელებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში 2023 წლის აგვისტოდან!
მინდა ყველა ადამიანს, თითოეული თქვენგანს, ჩემს პროფესორს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას უდიდესი მადლობა გადავუხადო“, – წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.
სანდრო გეგეჭკორი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, მართავს სოლო კონცერტებს სხვადასხვა პრესტიჟულ დარბაზში.
2022 წელს სანდრო გეგეჭკორი „საერთაშორისო მუსიკალური კონკურსების მსოფლიო ფედერაციის“ არტისტი გახდა.