უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი შეხვედრა ჩერნიგოვის ოლქში გამართა, სადაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის მზადების საკითხი განიხილეს. შეხვედრას უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ