ნორვეგია და დანია უკრაინას 8 ათას საარტილერიო ჭურვს გადასცემენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრ განცხადებით, უკრაინას საარტილერიო საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მოთხოვნილება აქვს, ნორვეგია კი ხელს შეუწყობს უკრაინას ისე, როგორც შეუძლია. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, დანია უკრაინას 19-ტ თვითმავალ ჰაუბიცის გადასცემს.