თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, შპს LMC-ის დირექტორი დაიკითხა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტი შეადგინა . როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მერიაში წარდგენილი იყო გაყალბებული პროექტის ცვლილებები. რაც შეეხება ამ დოკუმენტების დამზადებას , ტყეშელაშვილი განმარტავს, რომ საქმე გამოყოფილია, გამოძიება გრძელდება და პასუხი ყველა კითხვას გაეცემა.