პრეზიდენტი - 2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან აგვეცილებინა დღევანდელი აგრესია - იმ დროს ევროპის ერთიანობა, ალბათ, დაგვაკლდა - Palitra News

პრეზიდენტი - 2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან აგვეცილებინა დღევანდელი აგრესია - იმ დროს ევროპის ერთიანობა, ალბათ, დაგვაკლდა

2023-04-03 15:06:08+04:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფება. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, ასევე სეიმის თავმჯდომარესთან. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედასს.