ფინეთის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა - მისმა „სოციალ-დემოკრატიული პარტიამ“ ხმების 19.9% მოიპოვა და მესამე ადგილზე გავიდა.
ხმების 99.4%-ის დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ არჩევნებში მემარჯვენე „ეროვნული კოალიციის“ პარტიამ ხმების 20.8%-ით გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა მემარჯვენე პოპულისტური „ფინელების პარტია“ ხმების 20.1%-ით.
ფინეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კვირას გამართულ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.9% შეადგინა.
სანა მარინმა დამარცხება აღიარა და გამარჯვებული პარტიების ლიდერებს მიულოცა.
„ეროვნული კოალიციის“ პარტიის ლიდერმა, პეტერი ორპომ მედიასთან საუბარში განაცხადა, მისი პარტია კოალიციის ფორმირებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებს.