ზუგდიდში სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია. განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა.